Sunday, September 25, 2016

          დღე მერვე მეტად შრომატევადი იყო. დავასრულეთ პროექტის გეგმები,პროცედურები,,შევადგინეთ   ონლაინ- კითხვარები,ავტვირთეთ პორტფოლიო ბლოგზე.ვისწავლეთ ბუკლეტის დამზადება: შენახვა და დრაივში გადატანა.

Saturday, September 24, 2016

მეექვსე დღე
განვიხილეთ დავალებები   ვიმუშავეთ პრეზენტაციაზე.მოსწავლის ნაცვლად შევქმენით ნაშრომი, გავეცანით საავტორო უფლებებს,ვისწავლეთ სურათების მიძიება და გამოყენებულ ლიტერატურაში ჩასმა.
     ხელმძღვანელმა მოგვცა დავალებაფაქტებზე და აღმოჩენებზე ასევე დასკვნებზე

 მეშვიდე დღე
შევისწავლე ,თუ რა ინდივიდუალური განსხვავებები არსებობს სწავლის დროს,განვიხილეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის პრეზენტაცია, შევქმენით დიფერენცირების კითხვარი, გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი კომენტარები.ასევე შევქმენით ხარაჩო-პრეზენტაციის შაბლონი, გავეცანით რესურსებში მხადაჭერის ნიმუშებს. ნადვილად კარგი დღე იყო.დიდი მადლობა, ქალბატონო მანანა საინტერესო მონიტორინგისათვის.

Saturday, September 17, 2016

დღე მეხუთე

მეხუთე დღეს ვისწავლეთ, თუ რა უნდა ჰქონდეს მოსწავლეს პრეზენტაციაში, მესამე მოდულში გავეცანით  მასალებს საავტორო უფლებების შესახებ, მოსწავლის მიერ შემუშავებულ კითხვებზე მოვამზადეთ სავარაუდო პასუხები, ფაქტები და აღმოჩენები.

Sunday, September 11, 2016

       მეოთხე  დღეს  დავაზუსტეთ კითხვები, გავეცანით შეფასების ხუთ მიზანს    მეორე მოდულის  მესამე აქტივობის მიხედვით.ვისწავლეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები, დავაკოპირეთ მიზნები და დავიწყეთ მიზნების შესაბამისი აქტივობების  შერჩევა. შევქმენით დიაგრამა "ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე" და დავიწყეთ მისი შევსება.

Saturday, September 10, 2016

           ტრენინგის მესამე დღეს შევამოწმეთ სტანდარტები იყო თუ არა მაღალი სააზროვნო უნარების შესაბამისი. სტანდარტების შესაბამისად გამოვკვეთეთ მიზნები,რომელთა შეფასებაც შესაძლებელია,ასევე გავეცანით ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს,ადეკვატური კითხვები შევიტანეთ პროექტში.

Sunday, September 4, 2016

მე-2 დღეს გავეცანით ერთმანეთის პროექტებს და იდეებს, დავიწყეთ პროექტის გეგმის შაბლონის  შევსება, სტანდარტის და ინდიკატორების ჩასმა პროექტის შესაბამისად და ისეთი ინდიკატორების შერჩევას ვახდენთ, რომლის შეფასებაც შესაძლებელია.
   შინ შესასრულებლად გვაქვს პროექტის სრულყოფილად შედგენა.

Saturday, September 3, 2016

1 დღე

დღეს ჩვენ ქალბატონმა მანანა კვინიკაძემ გვასწავლა,თუ როგორ შევიდეთ viuer-ში, გავეცანით ,, პროექტებით სწავლებას,,  შეგვიძლია მოვნიშნოთ, წავშალოთ, გავაკეთოთ კომენტარი  და ა.შ. გავეცანით პროექტის დაწერის გეგმას და მასალების შენახვის წესებს.
პროექტის შინაარსის გაცნობისას ყურადღებას გავამახვილებთ პრობლემაზე, რეალურ ცხოვრებასთან კავშირსა და მოსწავლეების მიერ სათანადო რესურსების შექმნაზე.
    დავალებად გვაქვს პროექტის დაწერა ჩვენს საგანში ,,რომეო და ჯულიეტას,, მაგალითზე. მადლობა ტრენერს საინტერესო მონიტორინგისათვის.